მთავარისაქართველოწინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის ზეიმი გრძელდება

წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის ზეიმი გრძელდება

გრძელდება წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი წინანდლის მამულში.

2 სექტემბერს, საღამოს, მაყურებლის წინაშე წარდგებიან თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და პიანისტი ბრუს ლიუ.

მათ დირიჟორი კლაუდიო ვანდელი უხელმძღვანელებს. შესრულდება შოპენისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ავი შოშანი ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში პანკავკასიური ორკესტრის იდეასა და მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„აქ შესანიშნავი მუსიკაა და ეს ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ შეკრებილნი ვართ ისეთ ადგილას, სადაც მუსიკა გვაერთიანებს და გვამეგობრებს. მე ისრაელიდან ვარ. ვიცით, რა ხდება უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით. ამიტომ მოხარულნი ვართ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ აქ წინანდალში ხალხს მუსიკა აერთიანებს. მუსიკა, რაც მოვისმინეთ ფანტასტიკური იყო”, – განაცხადა ავი შოშანიმ.

წინანდლის მამულში ფესტივალის ფარგლებში იმართება მასტერკლასებიც, სადაც ახალგაზრდა შემსრულებლებს შესაძლებლობა აქვთ, მოუსმინონ პროფესიონალებს.

2 სექტემბერს მასტერკლასი გამართა სოპრანომ ხენ რაისიმ და კონსერვატორიის სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend