მთავარიაზიამონღოლეთი„მონღოლეთმა პუტინი უნდა დააპატიმროს" - Human Rights Watch

„მონღოლეთმა პუტინი უნდა დააპატიმროს” – Human Rights Watch

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს ჩავა მონღოლეთში, სადაც  საბჭოთა და მონღოლეთის მეომრების მხრიდან იაპონიის შეიარაღებული ძალების დამარცხების 85-ე წლისთავი აღინიშნება. ვლადიმერ პუტინი ქვეყნის პრეზიდენტმა მიიწვია.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ მონღოლეთმა ქვეყანაში შესვლაზე უარი უნდა უთხრას რუსეთის პრეზიდენტს, ან შესვლის შემთხვევაში იგი უნდა დააპატიმროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე.

თუმცა სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ულან-ბატორი პუტინს დაჰპირდა, რომ ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში მას არ დააპატიმრებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend