მთავარიაზიაღაზაჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირმა ისრაელის ზოგიერთი მინისტრის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი უნდა...

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირმა ისრაელის ზოგიერთი მინისტრის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი უნდა განიხილოს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გაერთიანებამ უნდა განიხილოს ისრაელის მთავრობის ზოგიერთი მინისტრის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, ღაზაში მიმდინარე ომზე გაკეთებული განცხადებების გამო.

ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობის ზოგიერთმა წევრმა, რომლებიც არ დაუსახელებია, გაავრცელა სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები და წარადგინა შეთავაზებები, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის აზრით ევროკავშირს არ უნდა ჰქონდეს ტაბუ, იმისათვის, რომ გამოიყენონ მათ შესაძლებლობები, რათა პატივი სცენ ჰუმანიტარულ კანონს. თუმცა დასძენს, რომ ეს არ არის მისი გადასაწყვეტი და მას აქვს მხოლოდ წინადადების წარდგენის შესაძლებლობა. მისი თქმით, ამ საკითხს წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ.

თუმცა, 27 წევრი ქვეყნის პოზიცია ორად არის გაყოფილი ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველანი ამ წინადადებას დათანხმდნენ. შეთავაზებას უკვე არარეალური უწოდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, პრობლემების გადაჭრას ისრაელის დარწმუნებით, გააკეთოს არჩევანი, რომელიც მოიტანს ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, სწორედ ეს არის რეალური პრიორიტეტი. მისი თქმით, პალესტინის თეორიული აღიარებით, ან ისრაელის მინისტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, პრობლემა არ მოგვარდება და საჭიროა მეტი დიპლომატია, ასევე სჭირდებათ ძლიერი გზავნილები.

ეს კომენტარები იმავე დღეს გაკეთდა, რაც ჯანმომ განაცხადა, რომ ისრაელი დათანხმდა ბრძოლებში გარკვეული პაუზების აღებას, რათა  დაუშვას პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანია.

ჰუმანიტარულ პაუზად შეფასებული პროცესი სამი დღე გასტანს და ღაზის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილზე გავრცელდება. ვაქცინაციის პროგრამა კვირას დაიწყება და მასში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ადგილობრივებიც იქნებიან ჩართული.

ჯანმო-ს წარმომადგენლის პალესტინის ტერიტორიებზე იკ პიპერკორნის აზრით, ეს არის წინსვლის გზა. იგი არ ამბობს, რომ იდეალური ვითარებაა, თუმცა ნამდვილად არის გაუმჯობესება. მისი თქმით,  უნდა შეჩერდეს ინფექციის გავრცელება, როგორც შიგნით ღაზაში, ასევე მის მიღმა.

ჯანმოში აცხადებენ, მათი მიზანია, 10 წელზე უმცროსი 640 000 ბავშვის ვაქცინაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend