მთავარიმსოფლიოევროპა“დანებება ვერასდროს მოიტანს მშვიდობას, ოკუპაცია კი - სუვერენიტეტს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

“დანებება ვერასდროს მოიტანს მშვიდობას, ოკუპაცია კი – სუვერენიტეტს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ პირველ ვრცელ სიტყვაში, ურსულა ფონ დერ ლაიენმა GLOBSEC-ის ფორუმზე გააკრიტიკა ის პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს არა პუტინს, არამედ უკრაინას აბრალებენ.

,,თითქმის იმავე დღეს, როდესაც პრაღა ხავერდოვანი რევოლუციის 35-ე იუბილეს იზეიმებს, მსოფლიო აღნიშნავს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მე-1000 დღეს. პუტინის ომში ,,ხავერდოვანი“ არაფერია.

დღეს, ბევრი პოლიტიკოსი ჩვენივე კავშირის შიგნით, ევროპის ამ ნაწილშიც კი – არღვევს ჩვენს დისკუსიას უკრაინის შესახებ. ისინი ომს აბრალებენ არა დამპყრობელს, არამედ მას ვის დაპყრობასაც ცდილობენ. ომს აბრალებენ არა პუტინის ლტოლვას ძალაუფლებისადმი, არამედ უკრაინის წყურვილს თავისუფლებისთვის. მსურს ვკითხო მათ: ოდესმე დადებდით ბრალს უნგრელებს 1956 წელს საბჭოთა კავშირის შეჭრის გამო? დადებით ბრალს ჩეხებს 1968 წლის საბჭოთა რეპრესიების გამო? ამ შეკითხვებზე პასუხი მკაფიოა: კრემლის მოქმედება უკანონო და სასტიკი იყო მაშინ და უკანონო და სასტიკია ახლაც.

ათწლეულების განმავლობაში, ბევრი ამბობდა რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება იქნებოდა უსაფრთხოების გარანტი. ყველამ იცით რომ ევროპა ყიდულობდა რუსულ გაზს. ამას უნდა უზრუნველყო, რომ მოსკოვი არასდროს დაიწყებდა ახალ ომს ამ ძველ კონტინენტზე. ეს იყო ილუზია. პუტინმა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობა საკუთარ იმპერიალისტურ მისწრაფებებში გაცვალა. ახლა კი ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე გახდა უპირატესობა პუტინის ხელში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

“დანებება ვერასდროს იქნება მშვიდობის მომტანი, ოკუპაცია კი სუვერენიტეტის”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა მათ მიმართ, ვინც მოუწოდებს უკრაინას დათანხმდეს რუსეთთან შეთანხმებას, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს მისი ტერიტორიის ნაწილის დათმობას”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა მის პირველ საჯარო გამოსვლაში ხელახლა არჩევის შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend