მთავარიევროპაბელგიაბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მთავარ განსახილველ თემებს შორისაა უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხები.

ბრიუსელში იმყოფება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ის აცხადებს, რომ დასავლეთმა უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას.

ჯოზეფ ბორელმა უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ევროპელ ლიდერებსაც მოუწოდა, გაზარდონ კიევის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარება.

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც

ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებს ის მოუწოდებს, უკრაინისთვის გადაცემული დასავლურ იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნან, რაც რუსეთის ტერიტორიაზე არამხოლოდ საზღვრისპირა, არამედ შორ რადიუსზე რაკეტებით დარტყმების განხორციელებას გულისხმობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend