მთავარიმსოფლიოპაველ დუროვი დასაკითხად სასამართლოში გადაიყვანეს

პაველ დუროვი დასაკითხად სასამართლოში გადაიყვანეს

Telegram – ის დამფუძნებელი პაველ დუროვი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში დასაკითხად გადაიყვანეს.

პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ დუროვს ახლა საფრანგეთის დედაქალაქის სასამართლოში დაკითხავენ და შესაძლოა, ბრალიც წაუყენონ.

ასევე ცნობილია ისიც, რომ Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორისა და მისი თანადამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმის ნიკოლაის, დაპატიმრების ორდერი საფრანგეთის ხელისუფლებამ 2024 წლის მარტში გასცა.

ტელეგრამის დამფუძნებელი პარიზის ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მისი პირადი თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან საფრანგეთში ჩაფრინდა.

პარიზის პროკურატურის ცნობით, რუსი მილიარდერი ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმაში, ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.

ასევე, მხილებულია ნარკოტრეფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend