გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გამკაცრდება კანონმდებლობა ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დაჩქარდება ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია.
ეს განცხადება მოჰყვა ზოლინგენის ფესტივალზე თავდასხმას, რა დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის 26 წლის თავშესაფრის მაძიებელია სირიიდან.
“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი დეპორტაცია ვისაც არ აქვს გერმანიაში დარჩენის უფლება. ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა შოლცმა.
ეჭვმიტანილ ექსტრემისტის სირიიდან, ბრალად ედება სამი პირის მკვლელობა და კიდევ რვა ადამიანის დაჭრა.
ეჭვმიტანილ თავდასხმის შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა.
26 წლის ახალგაზრდას თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა და ის გასულ წელს ბულგარეთში უნდა გადაეყვანათ, იქ, საიდანაც ევროკავშირის საზღვარი პირველად გადაკვეთა.