მთავარიევროპაუკრაინა“პალიანისტია”- უკრაინას საკუთარი წარმოების შორი რადიუსის მოქმედების იარაღი აქვს

“პალიანისტია”- უკრაინას საკუთარი წარმოების შორი რადიუსის მოქმედების იარაღი აქვს

უკრაინაში ამბობენ, რომ მათ უკვე აქვთ საკუთარი წარმოების შორი მანძილის იარაღი, რომლითაც შეუძლიათ მისწვდნენ სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე დასავლელი მოკავშირეების ნებართვის გარეშე.

უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, ეს იარაღი, სახელწოდებით “პალიანისტია” იქნება პასუხი რუსულ თავდასხმებზე.

უკრაინის ტექნოლოგიების მინისტრი მიჰაილო ფედეროვი ამბობს, რომ ამ იარაღის წარმოება მალე გაიზრდება.

“ვფიქრობ, ეს იარაღი მნიშვნელოვნად შეცვლის თამაშის წესებს, რადგან ჩვენ დავარტყამთ რუსეთს იქ, სადაც არ ელის. მათი დიდი ტერიტორია არის უპირატესობა გარკვეული კუთხით, მაგრამ ეს შეიძლება იყოს მინუსიც, როცა საუბარია ამხელა ფართობის დაცვაზე”, –  ამბობს მინისტრი.

კიევში ჯერ არ აკონკრეტებენ, თუ რა შესაძლებლობები აქვს “პალიანისტიას”, თუმცა განმარტავენ, რომ მას შეუძლია მიაღწიოს შორს მყოფ სამიზნეებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend