პირველად, 15 წლის შემდეგ, ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Oasis-ი სცენაზე ბრუნდება და მსოფლიო ტურს გეგმავს.
ძმებმა ნოელ და ლიამ გალაჰერებმა ლეგენდარული ჯგუფის აღდგენა გადაწყვიტეს და განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
“This is it, this is happening”
Tickets on sale this Saturday 31st August (🇮🇪8AM IST / 🇬🇧9AM BST)
Dates:
Cardiff Principality Stadium – 4th/5th July
Manchester Heaton Park – 11th/12th/19th/20th July
London Wembley Stadium – 25th/26th July & 2nd/3rd August
Edinburgh Scottish Gas… pic.twitter.com/5hRQ3sJihb— Oasis (@oasis) August 27, 2024
მანჩესტერელი ბრიტპოპ ჯგუფი პირველად ორ კონცერტს 2025 წლის 4 და 5 ივლისს ქალაქ კარდიფში გამართავს. ტურნეს ფარგლებში მომდევნო კონცერტები მანჩესტერში, ლონდონში, ედინბურგსა და დუბლინში გაიმართება.
ამ ეტაპზე, მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გასამართი კონცერტების თარიღებია ცნობილი, რომლებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 31 აგვისტოს დაიწყება.
Oasis-ი მანჩესტერში 1991 წელს ჩამოყალიბდა და 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და კომერციულად წარმატებული ჯგუფი გახდა.
ბენდი ბრიტ-პოპის „დიდ ოთხეულში“ შედის.
2009 წელს ნოელ გალაჰერმა ჯგუფიდან წასვლის შესახებ განაცხადა. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ძმებს შორის მორიგი კონფლიქტის შემდეგ იყო მიღებული. ნოელ გალაჰერი მაშინ ამბობდა, რომ ძმასთან, ლიამთან მუშაობა აღარ შეეძლო.
თუმცა 2019 წელს ლიამ გალაჰერმა მედიასთან ისაუბრა იმაზე, რომ ძმასთან შესარიგებლად მზად იყო.
სწორედ მას შემდეგ, ჯგუფის არაერთი ფანი მათ დაბრუნებაზე საუბრობდა. დღეს კი ეს ყველაფერი რეალობად იქცა.