მთავარიევროპასაფრანგეთიახალი მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით საფრანგეთში კონსულტაციები მიმდინარეობს

ახალი მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით საფრანგეთში კონსულტაციები მიმდინარეობს

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონი ახალი მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით კონსულტაციების მორიგ რაუნდს გამართავს.

მემარცხენე ახალმა სახალხო ალიანსმა ივლისში გამართულ ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა – თუმცა ეს არ იყო საკმარისი მმართველობისათვის.

პარტიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ლუსი კასტესი წარადგინა, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის მუშაობისთვის და საქმის გასაკეთებლად მზადაა წავიდეს კომპრომისზე.

თუმცა ულტრამემარჯვენე ლიდერები, რომლებიც ორშაბათს მაკრონს შეხვდნენ განაცხადეს, რომ მათი პარტია დაბლოკავს მემარცხენეთა ალიანსის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

მარინ ლე პენმა, პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე გამონაკლისის სახით ეროვნული ასამბლეის მოწვევა მოითხოვა.

ახალ სახალხო ფრონტში აცხადებენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას მაკრონთან ახალ კონსულტაციებში გარდა იმ შემთხვევაში თუ საუბარი კასტესის კანდიდატურას არ შეეხება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend