უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.
„მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ღირს. ჩვენი ხალხების კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და აყვავებას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინელებს ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უსურვა.