უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები კურსკში 3 კილომეტრით დაწინაურდნენ. მისი თქმით, სამხედრო ოპერაცია კურსკში მას შემდეგ დაიწყო რაც, რუსეთის სამხედროებმა ხარკივისა და სუმის ოკუპაცია მოახდინეს.
სუმის ოლქი, რომელიც კურსკის რეგიონს ესაზღვრება, რუსეთის ძალების მიერ ინტენსიურად იბომბება. კრამატორსკის სასტუმროზე რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც მუშაობდა Reuters-ში. სუმის ადმინისტრაციამ გამოაცხადა 23 დასახლებული პუნქტის სავალდებულო ევაკუაცია.
Today in Kramatorsk, the entire day was spent clearing the rubble after a Russian missile strike. Among the injured were journalists – a Reuters film crew, citizens of Ukraine, America, and Britain. A regular city hotel was destroyed by a Russian “Iskander” missile. Deliberately.… pic.twitter.com/vvKQNFKW8o
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 25, 2024
“მათი შემდეგი ნაბიჯი იყო ვითარების მომზადება ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ სუმის მხარეს, კურსკის ოლქის მახლობლად. განსხვავება აქ არის ის, რომ ჩვენ კურსკში ოპერაცია დავიწყეთ პრევენციულად რათა მათ არ დაეპყროთ ჩვენი ქალაქი და ეს ჩვენ ეს შევძელით“, – განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მიუხედავად ზელენსკის მტკიცებისა, რომ კურსკში შეჭრამ უნდა შექმნას ბუფერული ზონა უკრაინაზე თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, რუსეთი აგრძელებს საზღვრისპირა რეგიონების დაბომბვას.
გასულ ღამეს რუსები თავს დაესხნენ სუმის, ხარკივის, ხერსონისა და დონეცკის ოლქებს. ამასთან, რუსეთმა და უკრაინამ 115-115 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით გაცვლილი რუსი სამხედროები კურსკის ოლქში იყვნენ ტყვედ აყვანილები. მათივე თქმით, გათავისუფლებული ჯარისკაცები ბელარუსში იმყოფებიან.