მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაზე  კრემლის მასირებული იერიშის ფონზე პოლონეთმა საჰაერო მანევრები დაიწყო

უკრაინაზე  კრემლის მასირებული იერიშის ფონზე პოლონეთმა საჰაერო მანევრები დაიწყო

უკრაინაში რუსეთის მასირებული საჰაერო იერიში, რომელიც გამთენიისას დაიწყო, დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, იერიშში მონაწილეობდა საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი 11 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-95 ემესი. ასევე მობილიზებული იყო  ფრთოსანი რაკეტებით – „კალიბრებით“ აღჭურვილი საზღვაო ხომალდები. კრემლმა გამოიყენა დიდი რაოდენობით ირანული უპილოტო საფრენი აპარატები. ერთ ერთი მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იყო, სადაც მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლა მოუწიათ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეებს აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომბინირებული დარტყმა. ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და ასზე მეტი “შაჰიდი”. როგორც რუსეთის წინა დარტყმების უმეტესობა, ესეც ისეთივე სასტიკი იყო, რომლის სამიზნეც კრიტიკული, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. ბევრად მეტის გაკეთება შეგვეძლო სიცოცხლის დასაცავად, თუ ჩვენი ევროპელი მეზობლების ავიაცია იმუშავებდა ჩვენს F-16-ებთან და ჩვენს საჰაერო თავდაცვასთან ერთად. თუ ამგვარმა ერთიანობამ, როგორც ჩანს, ეფექტურად იმოქმედა ახლო აღმოსავლეთში, მან უნდა იმოქმედოს ევროპაშიც. სიცოცხლეს ყველგან ერთი და იგივე ღირებულება აქვს“, –  განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად დაზარალდა უკრაინის 15 რეგიონი. ძირითადად ენერგო ობიექტებზე მიტანილი იერიშების შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულები. გაითიშა ელექტრო ენერგია.

კრემლის თავდაცვის უწყებამ რუსულ მედიასთან დაადასტურა  რომ ენერგო ობიექტები უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსების ფუნქციონირების შესაჩერებლად დაბომბეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი კი აცხადებს, რომ ასეთი იერიშების შესაჩერებლად კიევს ნებართვა ჭირდება, რომ დასავლური შეიარაღება რუსეთის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე გამოიყენოს.

სამხედრო მიმომხილველები საუბრობენ, რომ კრემლის ეს მასირებული იერიში კურსკის ოლქში უკრაინელთა შეტევის ტემპის შესაჩერებლად დაჭირდა. ბოლო ცნობებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა დამატებით რამდენიმე სოფელი დაიკავეს რუსეთის ამ რეგიონში. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი დამატებით თანხებს მიიღებს გაყინული რუსული აქტივებიდან და ეს თანხა მიმდინარე წელსვე იქნება მიმართული ქვეყნის საჭიროებებზე.

„წინ წავიწიეთ კურსკში. ერთიდან სამ კილომეტრამდე. დავამყარეთ კონტროლი დამატებით ორ დასახლებულ პუნქტზე. აქტიური ოპერაციები  გრძელდება სხვა დასახლებებშიც და ვზრდით ჩვენს გაცვლის ფონდს. ვისაუბრეთ დონეცკის ოლქში არსებულ სიტუაციაზე. თავდაცვით მოქმედებებზე. ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა ნოვოჰოდრივკას და ვოდიანეს სადაც შეტევა განსაკუთრებით ინტენსიურია. დიდი შვიდეულის გადაწყვეტილებით, უკრაინა რუსული აქტივებიდან 50 მილიარდ დოლარს მიიღებს. გვჭირდება რეალური მექანიზმი იმისთვის, რომ ეს თანხა მიმართული იყოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდასაჭერად მიმდინარე წელსვე. ასევე უნდა უზრუნველყოფილიყო, რომ არ იყოს შეფერხებები თავდაცვის ლოგისტიკაში. და მეომრებმა იმოქმედონ ფრონტის მოთხოვნების შესაბამისად“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინაში კი ფრონტის ხაზი ყველაზე აქტიური დონეცკის ფლანგზე რჩება. პოლონეთის საჰაერო ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში პოლონური და სხვა მოკავშირე ქვეყნების საავიაციო მანევრები დაიწყო. როგორც უწყება პლატფორმა იქსზე განმარტავს, მანევრები დაკავშირებულია რუსულ მასირებულ საავიაციო იერიშებთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend