მთავარისაქართველო"საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა"- ირაკლი კობახიძე

“საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აღიმართება ერეკლე მეორეს ძეგლი. მისი თქმით, ძეგლს დადგამენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე პარკში.

„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე და რომლებსაც ეროვნული და რელიგიური იდენტობის თვალსაზრისით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. თქვენ იცით, რომ ამ თვალსაზრისით გამორჩეულია ჩვენი ეროვნული გმირი, მეფე ერეკლე მე-II.

მისმა თავგანწირვამ და სიბრძნემ საქართველოს ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა, რაც ჩვენი ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ეროვნული გმირის პატივის მისაგებად, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მერია საპარკინგე სივრცის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, გადავწყვიტეთ, რომ მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, ერეკლე II-ის ძეგლი აღვმართოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ასევე ისაუბრა უმუშევრობის დონეზე და მისი შემცირების გზებზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე. ასევე, მთავრობის განკარგულებითა და თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს, საცხოვრებელი ბინა გადაეცემა.

1000-ზე მე სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროგრამა წარმატებით მივიდა ბოლომდე. მინდა, თავდაცვის მინისტრს ვთხოვო, შემდეგი ეტაპის გეგმა მოამზადოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცეთ ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. რა თქმა უნდა, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც“, – განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ოლიმპიური ჩემპიონების დაჯილდოებაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მთავრობა დღეს საბოლოოდ დაამტკიცებს, პარიზის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულთათვის ფულადი ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილებას.

“დღეს დამტკიცდება მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზეც დაპირებულ პრემიებს მიიღებენ ჩვენი ოლიმპიელები, ასევ გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელების მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები. ასევე, ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები წარვადგინეთ უმაღლეს ჯილდოებზე. ჩემპიონები წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. რაც შეეხება პრიზიორებს, ისინი წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. დამატებით ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ოლიმპიური გუნდის წევრები წარგვედგინა ასევე უმაღლეს ჯილდოებზე. ესენი არიან: ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი, რომლებიც წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე”, – განაცხადა პრემიერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend