„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიება გრძელდება – მმართველი პარტიის ლიდერები გუშინ, 25 აგვისტოს რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ სიტყვით მიმართეს.
თავიანთ სიტყვაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მშვიდობაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც, მათი თქმით, საქართველოსა და თითოეულ მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოუტანა.
ასევე ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადეს, რომ 26 ოქტომბერს ტარდება ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის რეფერენდუმი, როგორიც 2012 წელს ჩატარდა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მან მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება.