მთავარიმსოფლიოისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობა იზრდება

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობა იზრდება

„ჰეზბოლამ“, კვირას გამთენიისას ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა. ხოლო ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე მასშტაბური ავიადარტყმა განახორციელეს.

„ჰეზბოლას“ წევრები ამბობენ, რომ მათი თავდასხმა ისრაელზე, დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაურის მკვლელების საპასუხოდ განხორციელდა.

კვირას ღამით ისრაელელმა სამხედროებმა ჟურნალისტები  ლიბანის საზღვართან ახლოს ერთ-ერთ ქათმის ფერმასთან მიიყვანეს, სადაც რაკეტების ნაწილი ჩამოვარდა. ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე ქათმის ფერმის ერთი ნაწილის კედელი დაზიანდა, ხოლო მეორე ნაწილის სახურავი მთლიანად განადგურდა.

გავრცელებული ცნობებით, ლიბანში ავიადარტყმებს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ისრაელში დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ორივე მხარე აცხადებს, რომ მათი სამიზნე სამხედრო ობიექტებია. ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ დასძენს, რომ სამხედროებს მიეცათ მითითება, რომ პროაქტიულად მოხნან „ჰეზბოლასგან“ მომდინარე საფრთხეები.

ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ სამხედროებმა ათასობით რაკეტა გაანეიტრალეს, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელისკენ იყო დამიზნებული და ასევე გაანადგურეს დრონები, რომლებიც ქვეყნის ცენტრალური ნაწილისკენ მიფრინავდნენ.

მოვლენათა უკანასკნელმა ესკალაციამ ფართომასშტაბიანი რეგიონული ომის საფრთხე გაზარდა, იმ დროს, როდესაც ეგვიპტეში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იმართება.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირეები მუშაობენ, ახლო  აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ-ში შვიდი ოქტომბრიდან მოყოლებული ღელევენ და შეშფოთებულები არიან, რომ კონფლიქტი რეგიონულ ომში არ გადაიზარდოს.

ორივე მხარის მიერ თავდასხმები იმ დროს მოხდა, როდესაც ეგვიპტეში განახლდა მოლაპარაკეკები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშორებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend