მთავარიამერიკააშშექსპერტები და მხარდამჭერები დემოკრატიული პარტიის ყრილობას აფასებენ

ექსპერტები და მხარდამჭერები დემოკრატიული პარტიის ყრილობას აფასებენ

დემოკრატიული პარტიის ყრილობა დასრულდა. კამალა ჰარისი უკვე  ოფიციალურად 2024 წლის პრეზიდენტობის კანდიდატია.

დელეგატების და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების თქმით, პირველი ფერადკანიანი ქალის ნომინაცია ისტორიული მნიშვნელობისაა. ისინი იმედოვნებენ, რომ კამალა ჰარისის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით მეტ ქალს მიეცემა შესაძლებლობა – იმუშაოს წამყვან პოზიციაზე.

,,მე ვუყურებდი აშშ-ის პირველ ქალ პრეზიდენტს – უზომოდ ამაყი ვარ. ეს ძალიან განსაკუთრებული და ისტორიული მომენტია, რისთვისაც ჯო ბაიდენს უნდა ვუმადლოდეთ. ის იყო პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტის მეორე ნომერი. მან გადაგვარჩინა დონალდ ტრამპისა და კოვიდისგან. ახლა კი, უკან დაიხია რათა კამალა ჰარისი ნომინაცია წამოეწია წინ. ეს შესანიშნავია“, – განაცხადა როსანა არტეაგალოპენზა, დელავერის დელეგატმა.

,,ვფიქრობ, ჩვენ ვიხილავთ ცვლილებებს ქალების წინაშე არსებულ ლიდერობის შესაძლებლობებში. ვიხილავთ ლიდერ ფერადკანიან ქალებს. ქალებისთვის უამრავი კარი გაიღება. მათთვისაც, ვისაც აქამდე ლიდერობისადმი ღიაობა, გამბედაობა არ ჰქონდა. ვხედავ შესაძლებლობას პოლიტიკის ცვლილებისთვის. ყველგან ბევრად მეტ მრავალფეროვნებას ვიხილავთ, ვიდრე აქამდე ვხედავდით“, – ამბობს პატრის მარშალ მაკენზი, კალიფორნიის დელეგატი.

,,მჯერა, რომ ერთობა ყველა რასის, ყველა მრწამსის ადამიანს დაგვაახლოებს და დაგვეხმარება ვიყოთ უფრო ძლიერები. უკეთესი რეპუტაცია გვექნება საზღვარგარეთაც“ ,- ამბობს კრისტალ იორ-ევანსი, ილინოისის მცხოვრები.

ექსპერტების თანახმად, განსაკუთრებით დადებითი რეაგირება მოჰყვა კამალა ჰარისის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ისრაელ-ჰამასის ომის და რეპროდუქციული  უფლებების შესახებ.

,,დემოკრატების ყრილობა დასრულდა. ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ოფიციალურად მიიღო მისი პარტიის ნომინაცია, 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად. იგი პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელიც ორი მთავარი პარტიიდან ერთ-ერთს წარმოადგენს საპრეზიდენტო რბოლაში, ასევე პირველი სამხრეთ აზიელი.

განსაკუთრებული რეაგირება მოჰყვა ჰარისის განხადებებს რეპროდუქციული უფლებების და ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ. ვფიქრობ ეს საკითხები აინტერესებდათ ყველაზე მეტად აქ შეკრებილ სტუმრებს და დელეგატებს. მან ასევე გააკრიტიკა დონალდ ტრამპი, როგორც ყოფილმა პროკურორმა და დაადასტურა თუ რატომ უნდა აირჩიონ იგი ტრამპის ნაცვლად“ ,- ამბობს მეგ კინარდი, Associated Press-იდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend