მთავარისაქართველო,,ჩვენ გვჭირდება ერთობა და არა დაყოფა" - პაატა მანჯგალაძე

,,ჩვენ გვჭირდება ერთობა და არა დაყოფა” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს არ სჭირდება დაპირისპირება, დახლეჩა და ერთმანეთის წინააღმდეგ ახალი სიძულვილის კამპანია, რასაც დღეს “ქართული ოცნება” გვთავაზობს – აცხადებს “ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მმართველი პარტიის პოლიტიკა მოქალაქეების დაშინებასა და ძალადობაზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, მოქალაქეებმა ევროპული და სწორი მომავლის უზრუნველსაყოფად, მოქმედი მთავრობა ხელისუფლებაში არ უნდა დატოვოს.

“ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებული გზავნილები, იაფფასიანი პროპაგანდაა, რომელიც საზოგადოების დაშინებას, დახლეჩას და ერთმანეთთან დაპირისპირებას ისახავს მიზნად. ერთიანობა ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, შესაბამისად, არჩევანი არის ძალიან მარტივი, ერთიანობა თუ დახლეჩა და დაპირისპირება, რომელსაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს? დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გააკეთებს ისტორიულ არჩევანს და ძალა, რომელიც ქართველებს ერთმანეთთან აპირისპირებს, ვერ დარჩება ხელისუფლებაში. ისინი გადავლენ პოლიტიკურ ოპოზიციაში.

საქართველოს არ სჭირდება დაპირისპირება, დახლეჩა და ერთმანეთის წინააღმდეგ ახალი სიძულვილის კამპანია.

ჩვენ გვაქვს მარტივი არჩევანი – ევროპა, განვითარება”, – აცხადებს პოლიტიკოსი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend