მთავარისაქართველო“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აშშ-ში ვიზიტს აგრძელებენ

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აშშ-ში ვიზიტს აგრძელებენ

ჩიკაგოში, კამალა ჰარისის აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები – თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე დაესწრნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, საქართველოში, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება, ახალი მთავრობა აშშ-სთან, როგორც ახლო პარტნიორთან, ურთიერთობებს გააუმჯობესებს და საქართველოს მოსახლეობა მეტ კეთილდღეობას მიიღებს.

“ჩვენთვის რა არის მთავარი? – ჩვენ ძალიან ახლოს უნდა ვიყოთ ამ ზემძლავრ სახელმწიფოსთან, ამერიკასთან. ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული სიკეთე საქართველოში, მეტი ამერიკული დოლარი ქართულ ოჯახებში, უვიზო მიმოსვლა, მეტი თავისუფალი ვაჭრობა, მეტი ინვესტიციები.

პირობას გაძლევთ, 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ ამას გავაკეთებთ, ძალიან ბევრი საზეიმო დღე გვექნება საქართველოში ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და საქართველო წავა წინ, მე ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს“,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend