მთავარიამერიკააშშტიმ უოლცის გზავნილები დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე

ტიმ უოლცის გზავნილები დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე

ამერიკის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, დელეგატებმა მინესოტის გუბერნატორის ტიმ უოლცის კანდიდატურა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცეს.

სიტყვით გამოსვლისას 60 წლის დემოკრატმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. მან ასევე, მადლობა გადაუხადა კამალა ჰარისს გუნდში მიწვევისთვის და პრეზიდენ ჯო ბაიდენს ისტორიული ლიდერობისთვის. დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე,

,,ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივია კანდიდატურის მიღება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ჩვენ ყველანი აქ ერთი, მშვენიერი და მარტივი მიზეზის გამო შევიკრიბეთ – ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა. ჩვენ შევამცირეთ გადასახადები საშუალო ფენისთვის. დავამტკიცეთ ანაზღაურებადი შვებულება. ჩავდეთ ინვესტიცია კრიმინალთან ბრძოლაში, ხელმისაწვდომ საცხოვრებელში. შევამცირეთ მედიკამენტების ღირებულება და დავეხმარეთ ადამიანებს თავი დაეღწიათ სამედიცინო სესხებისგან, რამაც კინაღამ ჩემი ოჯახიც გააკოტრა. უზრუნველყავით, რომ ჩვენს შტატში ყველა ბავშვს ჰქონოდა წვდომა საუზმესა და ლანჩზე“, – განაცხადა მინესოტის გუბერნატორმა და დემოკრატიული პარტიის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა, ტიმ უოლცმა.

“ეს მამაჩემია” – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შვილი – ფოტო AP

კამალა ჰარისის და ტიმ უოლცის კანდიდატურების მხარდასაჭერად, სიტყვით გამოვიდნენ ქვეყნის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი და ტელე-წამყვანი ოპრა უინფრი.

,,ამ რბოლაში კამალა ჰარისი ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც აქვს შესაბამისი ხედვა, გამოცდილება, ტემპერამენტი, ნებისყოფა და დიახ, დიდი სიხარული საქმის კეთების. ასე რომ, ვფიქრობ 2024 წელს საკმაოდ მკაფიო არჩევანის წინაშე ვდგავართ. კამალა ჰარისი ხალხისთვის და მეორე კანდიდატი, რომელმაც კიდევ უფრო ცხადად აჩვენა ვიდრე პირველი რბოლის დროს, რომ მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს. მე ვიცი, რომელს ვამჯობინებ ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ამ გუნდს მისცემთ ხმას, თუ მათ აირჩევთ და მისცემთ საშუალებას შემოიტანონ სიახლე – ამით მთელი ცხოვრება იამაყებთ. იამაყებენ თქვენი შვილები და შვილიშვილები“, – ამბობს ბილ კლინტონი, აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი.

,,მოდით, ავირჩიოთ სიმართლე. ავირჩიოთ ღირსება და სიხარული. რადგან სწორედ ესაა საუკეთესო ამერიკაში. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ავირჩიოთ თავისუფლება. რატომ? რადგან ეს არის ჩვენში საუკეთესო რამ. ჩვენ ყველანი ამერიკელები ვართ. ყველამ ერთად ავირჩიოთ კამალა ჰარისი… მალე, ძალიან მალე, მოვუყვებით ჩვენს ქალიშვილებს და ვაჟებს ინდოელი დედის და იამაიკელი მამის შვილის შესახებ. ორი იდეალისტი, ენერგიული ემიგრანტის შვილის შესახებ, თუ როგორ გახდა ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი“, – განაცხადა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend