მთავარიამერიკააშშბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ამომრჩეველს მიმართა

ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ამომრჩეველს მიმართა

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ისტორიის ახალი ფურცლისთვის – მზადაა პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის“, – განაცხადა ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ნაბიჯები მკაცრად გააკრიტიკა და მხარდამჭერებს მოუწოდა, იბრძოლონ ქვეყნისთვის, რომლისაც სჯერათ.

ობამამ აღნიშნა, რომ დემოკრატიული პარტიისა და კამალა ჰარისის ამოცანა ამერიკელი ხალხის იმაში დარწმუნებაა, რომ დემოკრატია ნამდვილად მუშაობს. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ბრძოლა ძალიან რთული იქნება და წინასაარჩევნო პერიოდს მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება. ჩიკაგოში გამართულ დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით წარსდგა ბარაკ ობამას მეუღლე, მიშელ ობამაც. მან კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩირაღდანი უკვე გადაცემულია. ახლა დროა ვიბრძოლოთ ისეთი ამერიკისთვის, რომლისაც ყველა ჩვენგანს სჯერა. ეჭვი არ შეგეპაროთ, ეს ნამდვილი ბრძოლა იქნება.

ჩვენ არ გვჭირდება ხმაურის, აურზაურისა და ქაოსის კიდევ ოთხი წელი. ეს ფილმი უკვე ვნახეთ და ყველამ ვიცით, რომ მეორე სერია, როგორც წესი, უარესია ხოლმე. ამერიკა მზადაა ახალი ფურცლის დასაწერად. ამერიკა მზადაა ახალი ისტორიისთვისა და პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის. დაძაბული რბოლა იქნება დაყოფილ ქვეყანაში. ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრ ამერიკელს არ სჯერა, რომ მთავრობას მათი დახმარება შეუძლია.

ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ ხალხი, რომ დემოკრატიას შეუძლია რეალურად მიაღწიოს წარმატებას. მხოლოდ წარსულს ვერ დავეყრდნობით – უნდა დავისახოთ ახალი გზა დღევანდელი გამოწვევების დასაძლევად. კამალას ეს ესმის”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend