მთავარისაქართველომოსალოდნელ სიცხეებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

მოსალოდნელ სიცხეებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეებში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალების მაღალი საშიშროების გამო,  გარემოს ეროვნული სააგენტო ამ პერიოდში განსაკუთრებით მოუწოდებს მოსახლეობას, არ დააბინძუროს გარემო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება. სინოპტიკოსთა პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. სააგანტოს ინფორმაციით, ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. თუმცა საფრთხის დონე საშუალოა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში “112”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend