თურქეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პროვინცია მუგლას ორ რაიონში ტყის ხანძრებს ებრძვიან. უკვე მე-2 დღეა, 300-მდე მეხანძრე-მაშველი, ათობით ვერტმფრენითა და სახანძრო მანქანით ებრძვიან ძლიერი ხანძრის კერებს.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ცნობით, გასულ კვირაში ქვეყნის მასშტაბით 130-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა. სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს ცნობით, ხანძრების უმეტესობა ლიკვიდირებულია, მაგრამ ხუთი კერა ჯერ კიდევ მძვინვარებს. დასავლეთ თურქეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
The fire that started on Wednesday (14) morning in Serra da Água on #Madeira Island is still ACTIVE. The fire is burning in an area that is difficult to access and the wind makes fighting it difficult. It has 3 active fronts. 🔥💔 pic.twitter.com/t5qdhNsCGi
— My Beautiful Country 🇵🇹 (@alentejo_1970) August 17, 2024
დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ, ინფორმაცია არ გავრცელებულა. შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ მუშაობას აგრძელებენ.
სინოპტიკოსები კი კვლავ ძლიერ სიცხეებს ვარაუდობენ.