აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ვიზიტის მიზანია, დიპლომატიური გზით ისრაელი აიძლოს, მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაც მოჰყვება.
ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის ომი 10 თვეზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს. შეთანხმება სამეტაპიან პროცესს გულისხმობს: ,,ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების შემდეგ ისრაელმა სამხედრო ძალები უნდა გამოიყვანოს ღაზიდან და გაათავისუფლოს პალესტინელი ტყვეები.
თუმცა ,,ჰამასი“ კვლავ არ იღებს ისრაელის ახალ მოთხოვნებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ,,ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობებს შლის.
PM Netanyahu, at the start of the Government meeting:
"Israel is prepared for any threat – defensively and offensively. We are determined to defend ourselves and exact a very high price from any enemy who dares to attack us – from any arena whatsoever.https://t.co/0S11kAS4Z3 pic.twitter.com/x4NElhmLxR
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) August 18, 2024
„ჰამასი“ამ დრომდე წინააღმდეგობრივ პოზიციაზეა. დოჰაში მოლაპარაკებებზე წარმომადგენელიც კი არ გაგზავნა. ამიტომ ზეწოლა უნდა იყოს მიმართული ,,ჰამასზე“ და არა ისრაელის მთავრობაზე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
როდესაც ბლინკენი თელ–ავივში ჩავიდა, ისრაელის ხელისუფლებამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი ჩრდილოეთის საპორტო ქალაქ ჰაიფაში მოსალოდნელი თავდასხმისთვის ემზადებიან.
ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ლიბანის ,,ჰეზბოლას“ შეიარაღებული დაჯგუფება თითქმის ყოველდღიურად უშვებს უპილოტო თვითმფრინავებსა და რაკეტებს ისრაელის მიმართულებით, ისრაელი კი საჰაერო დარტყმებითა და არტილერიით პასუხობს.
ამავდროულად, ისრაელის პოლიციის ცნობით, კვირას საღამოს თელ–ავივში ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.