მთავარიმსოფლიოჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებაში მონაწილეობის საფუძველზე გერმანიამ უკრაინელი მყვინთავის დაპატიმრების ორდერი გამოსცა

ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებაში მონაწილეობის საფუძველზე გერმანიამ უკრაინელი მყვინთავის დაპატიმრების ორდერი გამოსცა

გერმანული მედიის ცნობით, გერმანიამ უკრაინელი მყვინთავის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. უკრაინელ მყვინთავს ჩრდილოეთის ნაკადი 2 მილსადენის საბოტაჟში მონაწილეობა ედება ბრალად.

გერმანელი გამომძიებლები თვლიან, რომ ვოლოდიმირ „“ იყო იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც 2022 წლის სექტემბერში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა მილსადენზე, იტყობინება გერმანული მედია, თუმცა გერმანული კანონმდებლობის შესაბამისად, ეჭვმიტანილის გვარი არ საჯაროვდება.

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ი გამოყენებული იყო რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის.

„ეჭვმიტანილის უკრაინული წარმოშობა არაფერს ნიშნავს, მარტო ამის საფუძველზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, რომ რომელიმე სახელმწიფოა ჩარეული ტერაქტში, ეს უნდა იყოს კარგად გამოძიებული, თუმცა კარგია, რომ გამოძიება აქტიურად და წარმატებულად მიმდინარეობას“,- რალფ სტეგნერი, პარლამენტის წევრი

ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენების საკითხი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც ევროპული სანქციების საპარასუხოდ რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება ევროპისთვის 2022 წელს

2022 წლის სექტემბერში დანიის კუნძულ ბორნჰოლმის მახლობლად მილსადენებში 4 დიდი ნახვრეტი აღმოაჩინეს.

„უცნაურად გვეჩვენება, რომ პიროვნებას გერმანული მხარე ეძებდა, რადგან ეჭვმიტანილის დაკავება არ იყო გამოცხადებული და დარეგისტრირებული შენგენის სისტემაში. სწორედ ამიტომ შეძლო ამ ადამიანმა უბრალოდ ქვეყნიდან გასვლა.ესეც უცნაურად გვეჩვენება“, – პიოტრ სკიბა, პროკურორი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend