ევროპის რომელი ქვეყნები დასახელდა საუკეთესოდ სპორტის სხვადასხვა სახეობაში?
საფრანგეთი ცურვაში ლიდერობს. 16 დატვირთული დღის შემდეგ კი გერმანიამ ცხენოსნობაში ყველაზე მეტი მედალი აიღო.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადამ სპორტულ სამყაროში გამარჯვებულები და დამარცხებულები გამოავლინა. მთლიანობაში მედლების ცხრილის სათავეში შეერთებული შტატები აღმოჩნდა, რომელსაც მოსდევს ჩინეთი, შემდეგ კი იაპონია. ევროპულმა ქვეყნებმაც მოიპოვეს თავიანთი წილი ოქროს მედლები, რომელთა შორის ყველაზე მეტი, 16 ოქრო, საფრანგეთს ეკუთვნის.
რომელმა ევროპულმა ქვეყანამ მოიპოვა ყველაზე მეტი ოქროს მედალი?
საფრანგეთი ჯამში 16 ოქროს მედლის მფლობელია, აქედან მან 4 ცურვაში მოიპოვა. ევროპისთვის ასევე წარმატებული აღმოჩნდა ნიჩბოსნობა. სპორტის ამ სახეობაში გაერთიანებულმა სამეფომ 3, ნიდერლანდებმა კი 4 ოქროს მედალი აიღო. ხორვატია და ირლანდია ამჯერად თითი-თითო ოქროს მედალს დასჯერდნენ.
საქართველომ სამი ოქროდან ერთი ძიუდოში მოიპოვა, დანიამ ერთი ოქრო ხელბურთში, მეორე კი ბადმინტონში აიღო.
გერმანიამ კი ყველაზე დიდ წარმატებას ცხენოსნობაში მიაღწია. მათ ოთხი ოქროს მედლის მიღება შეძლეს.
იტალიის ნაკრები გამორჩეული იყო წყლის სპორტში. მათ ოქროს მედლები დაიმსახურეს როგორც ნაოსნობაში, ისე ცურვაში. ამასთან, იტალიის ქალთა ფრენბურთის ნაკრები პირველად დაჯილდოვდა ოქროს მედლით. რაც შეეხება უნგრეთს, მან ცურვაში ორი ოქროს მედლის მიღება მოახერხა.