ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი და ვერცხლის მედლის მფლობელი გივი მაჭარაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასობით გულშემატკივარი და ოჯახის წევრები დახვდნენ. აეროპორტში ასევე მისული იყო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
ჩამოსვლისას სპორტსმენებმა პარიზის ოლიმპიური თამაშები დადებითად შეაფასეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
“თავს გადავდებ შემდეგი ოლიმპიადისთვის, რომ ის ოქროსფერი მედალი ჩემს ქვეყანაში ჩამოვიტანო,“ – ამბობს მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.