მთავარისაქართველოსაქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარიზის ოლიმპიადის ყველა პრიზიორს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარიზის ოლიმპიადის ყველა პრიზიორს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დასრულდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოსთვის პარიზის ოლიმპიადა ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს დელეგაციამ მედლების ხარისხით საუკეთესო შედეგი აჩვენა – 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი.

გასულ უქმეებზე საქართველოს ოქროს მედლები მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს, ხოლო გივი მაჭარაშვილმა – ვერცხლის მედალი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ოლიმპიადის ყველა პრიზიორს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ.

“ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური და გენო პეტრიაშვილი, ღირსების ორდენზე კი – ოლიმპიური პრიზიორები ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე, გივი მაჭარაშვილი და ლაშა გურული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend