ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ამერიკა ისრაელს დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის.
პენტაგონის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავის, „ჯორჯიას“ გაგზავნის განკარგულება გასცა. მისივე ბრძანებით, ისრაელის მიმართულებით დაჩქარდა ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ გადაყვანა, რომელზეც, სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად, F-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადააქვს.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების გადაწყვეტილება ირან-ისრაელის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ გადაწყვიტა. თეირანში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაციას ორ ქვეყანას შორის მზარდი ესკალაცია მოჰყვა.
თავდასხმის შემდეგ ისრაელი დღემდე ელოდება ირანისგან სამხედრო პასუხს. კონფლიქტთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია ცნობილია – ამერიკა მხარს უჭერს კონფლიქტის მონაწილეებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას, თუმცა, ამასთანავე, ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, მზადაა, დაიცვას მისი უსაფრთხოება.