პარიზის ოლიმპიადაზე ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი ასწია (ატაცი -215 კგ, აკვრა – 255 კგ) და ოქროს მედალი მოიპოვა. ამ გამარჯვების შემდეგ ლაშა ტალახაძე მეორე ქართველი სპორტსმენი გახდა ვიქტორ სანეევის შემდეგ, რომელსაც ოლიმპიური თამაშები სამჯერ აქვს მოგებული.
ლეგენდარულმა ძალოსანმა ოქროს მედალი რიო-დე-ჟანეიროსა და ტოკიოს ოლიმპიადებზეც მოიპოვა. ტალახაძის გამარჯვების შემდეგ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას უკვე ექვსი მედალი აქვს – სამი ოქროს (ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე), ორი ვერცხლისა (ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილი) და ერთიც – ბრინჯაოს (ლაშა გურული).
აქამდე საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა სამი ოქროს მედალი მხოლოდ ერთხელ მოიპოვა – 2008 წელს პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე.