მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს: „მათი ვიზიტი საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ორივე მხარემ განიხილა ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს ოქტომბრის არჩევნები, ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია რუსეთის მხრიდან და ასევე რეგიონის უსაფრთხოება.

აშშ-ის სენატორი და კონგრესმენი დღეს, 9 აგვისტოს, ჩამოვიდნენ საქართველოში. პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ კი, 10 აგვისტოს, ისინი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი შეხვედრებს გამართავენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორთანაც. როგორც სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა განაცხადეს, ისინი ჩასვლას აპირებენ საოკუპაციო ხაზთანაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend