მთავარიკუბიილონ მასკი სარეკლამო ინდუსტრიის ჯგუფს უჩივის

ილონ მასკი სარეკლამო ინდუსტრიის ჯგუფს უჩივის

პლატფორმა იქსის მფლობელის ილონ მასკის მიერ გაკეთებულ სარჩელში ნათქვამია, რომ გავლენიანი სარეკლამო ინდუსტრიის ჯგუფი ორგანიზებულად მუშაობდა იქსზე, იგივე ყოფილი ტვიტერიდან, მილიარდობით დოლარის ღირებულების რეკლამის შესაჩერებლად.

ჯგუფი რომელზეც მასკი საუბრობს არის, „გლობალური ალიანსი პასუხისმგებლობიანი მედიისთვის“, ასევე ცნობილი სახელით GARM. ეს არის ნებაყოფლობით შექმნილი პროგრამა, რომელსაც მართავს რეკლამის განმთავსებლების მსოფლიო ფედერაცია, რომლის მიზანია, დაეხმაროს ბიზნესებს და ბრენდებს თავიდან აიცილონ პრობლემები, როგორიცაა –  რეკლამების განთავსება უკანონო ან დამაზიანებელ კონტენტთან ერთად.

ეს სარჩელი არის პლატფორმა იქსის მცდელობა აღადგინოს მისი ძირითადი სარეკლამო ბიზნესი, რომელმაც დაღმასვლა დაიწყო.

გასული წლიდან მოყოლებული ბევრმა ბრენდმა შეაჩერა თავისი რეკლამა იქსზე იმის გამო, რომ პლატფორმაზე მოიმატა დეზინფორმაციის რიცხვმა და სიძულვილის ენამ, რომელსაც კომპანიებისა და ორგანიზაციების შეფასებით ახალისებს თავად პლატფორმის მფლობელი ილონ მასკი და პერიოდულად იღებს კიდევაც ამაში მონაწილეობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend