ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრომ თეირანიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გასცა ბრძანება, რომ ეგვიპტური ავიაკომპანიები 8 აგვისტოს, სამი საათის განმავლობაში, არ უნდა შევიდნენ ირანის საჰაერო სივრცეში.
გაფრთხილება მას შემდეგ მოვიდა, რაც გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ რეგიონში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.
ირანის საჰაერო სივრცეში შესვლა სამი საათით აიკრძალება. როგორც ცნობილია, სამსაათიანი შეზღუდვა მოქმედებდა გუშინაც.
ირანის საინფორმაციო სააგენტო ISNA-სთან საუბრისას ირანის თეირანის საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელმა საიდ ჩალანდარმა განაცხადა, რომ დასავლეთ ირანის საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვის შესახებ გაფრთხილება არ გავრცელებულა, თუმცა გაურკვეველია, მთელ ქვეყანას გულისხმობდა იგი თუ არა.
ისრაელი თეირანში „ჰამასის“ უმაღლესი ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ბეირუთში „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურის მკვლელობის გამო ირანისა და მისი მოკავშირეეების მხრიდან საპასუხო იერიშს ელოდება.
ირანიც და „ჰამასიც“ისრაელს ადანაშაულებენ აფეთქებაში, რომლის დროსაც ჰანიე დაიღუპა. თუმცა ისრაელის პოზიცია ორაზროვანია. ის არც ადასტურებს და არც უარყოფს თავის ბრალეულობას.