მთავარიმსოფლიობრიტანეთში კონტრაქციის მონაწილეებმა შეაჩერეს ულტრამემარჯვენეების მიერ დაგეგმილი მიტინგი

ბრიტანეთში კონტრაქციის მონაწილეებმა შეაჩერეს ულტრამემარჯვენეების მიერ დაგეგმილი მიტინგი

ბრიტანეთის ქუჩებში საპროტესტო ტალღა ნელ-ნელა წყდება. გასულ კვირას ინგლისის რიგ ქალაქში ულტრამემარჯვენე ჯგუფების მონაწილეობით ძალადობრივი აქციები მიმდინარეობდა. დემონსტრანტები გამოირჩეოდნენ მეჩეთებზე თავდასხმით, ნაცისტური იდეოლოგიით, რასისტული რიტორიკითა და პოლიციასთან შეტაკებით, რომლის შედეგადაც 100-მდე სამართალდამცველი დაშავდა…

საპროტესტო აქციები მოჰყვა 29 ივლისის მოვლენებს, როცა დანით შეიარაღებული პირი ბავშვთა ცეკვის გაკვეთილზე შეიჭრა და სამი გოგონა მოკლა. ამ შემთხვევის შემდეგ მალევე სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მიგრანტი, ბრიტანეთში თავშესაფრის მაძიებელი მუსლიმი იყო. საუთპორტის პოლიციამ ამ ინფორმაციას „სპეკულაცია“ უწოდა და განმარტა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის პირი უელსის დედაქალაქ კარდიფშია დაბადებული.

ანტისაიმიგრაციო აქციის მონაწილეები, ლონდონი, 7 აგვისტო, 2024 წელი Copyright PA via AP

არეულობის გაგრძელება მოსალოდნელი იყო, თუმცა დიდი ბრიტანეთის ქუჩებში გამოვიდნენ კონტრაქციის მონაწილეები, ისინი, ვინც ამ დანაშაულს მიგრანტებს არ უკავშირებენ და მათი რაოდენობა ბევრად აღემატებოდა მიგრანტების მიმართ უარყოფითად განწყობილ დემონსტრანტებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend