ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მეთიუ მილერი რუსეთის მთავრობის განცხადებებს, კერძოდ კი, კურსკში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი განცხადებით, უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია 2022 წლიდან კი არა, 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
მისთვის არასერიოზულია რუსეთის მთავრობის შეფასებები, თითქოს კურსკში მომხდარი ამბები უკრაინის მხრიდან პროვოკაციაა მაშინ, როცა რუსეთმა თავად დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
“მოვისმინე რუსეთის მთავრობის განცხადებები, რომლებიც ცოტა სასაცილოა ისინი მომხდარს პროვოკაციად აფასებენ, მაშინ, როცა რუსეთმა თავად დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. თქვენ ამბობთ, რომ ომი 900 დღეა მიმდინარეობს, თუმცა რეალურად ბევრად ადრე, 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მისივე თქმით, ის, თუ როგორ წარმართავს უკრაინა თავის სამხედრო ოპერაციებს, მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია, თუმცა დასძენს, რომ მათი პოზიცია საზღვრებს მიღმა იერიშის მიტანასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.