მთავარიევროპაუკრაინაოდესის დელფინარიუმში ევაკუაციის გეგმას ამზადებენ

ოდესის დელფინარიუმში ევაკუაციის გეგმას ამზადებენ

ოდესაში დელფინარიუმ „ნემოს” ხშირად სტუმრობს ხალხი. წარმოდგენის სანახავად ბავშვები და ზრდასრულები მთელი უკრაინიდან ჩადიან. დელფინებიც მათთან თავისუფლად გრძნობენ თავს. მწვრთნელის თქმით, ადამიანებთან ერთად ზღვის ბინადრებიც აღიქვამენ ომის საშიშროებას.

„როდესაც სადმე აფეთქებენ, ისინი მხოლოდ ვიბრაციას გრძნობენ. ამიტომ ფსკერზე წვებიან და ცოტა ხნით იქ იცდიან“, – ამბობს მწვრთნელი.

მიმდინარე ომის გამო რთულია დელფინარიუმში წარმოდგენების გამართვა. თანამშრომლებს შეიძლება ნებისმიერ დროს მოუწიოთ ცხოველების ევაკუაცია. მათ გეგმაც შეიმუშავეს. ისინი უკვე რამდენიმე კვირაა ემზადებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში დელფინარიუმი დატოვონ.

„დელფინებისთვის რამდენიმე აუზი დიდი სატვირთო მანქანის შუა ნაწილში მოვათავსეთ. აქ მათ მწვრთნელთან ერთად ვუშვებთ ხოლმე, ამიტომ ისინი ამას მიჩვეულები არიან”, – ამბობს დელფინარიუმის თანამშრომელი მარიანა.

რამდენიმე დელფინი დიდი ხნის განმავლობაში ხარკივში ბინადრობდა. თუმცა იმის გამო, რომ რუსეთს ქალაქზე მუდმივად მიაქვს სარაკეტო იერიში, ისინი ოდესაში გადმოიყვანეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend