მთავარიამერიკააშშდემოკრატების ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლცია

დემოკრატების ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლცია

საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა თავის ვიცე-პრეზიდენტად მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლცი ოფიციალურად წარადგინა.

ტიმ ოულცი ვეტერანი და ყოფილი სკოლის პედაგოგია, რომელიც 2022 წელს მინესოტის შტატის გუბერნატორად მეორე ვადითაც აირჩიეს.

კამალა ჰარისი და ტიმ უოლცი ფილადელფიაში ტემპლის უნივერსიტეტის ლიაკურას ცენტრში წინასაარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოვიდნენ.

„გმადლობ ფილადელფია, გმადლობ ქალბატონი ვიცე-პრეზიდენტო. უპირველესად, გმადლობ თქვენ მიერ გამოცხადებული ნდობისთვის. გმადლობ, რომ ასე ხალისიანად შემეგებეთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ თავგადასავალში მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა ტიმ უოლცმა.

ფილადელფიაში გამართულ შეკრებაზე უოლცმა გააკრიტიკა „რესპუბლიკური პარტია” და მისი კანდიდატი დონალდ ტრამპი.

„დონალდ ტრამპი სამყაროს ჩვენზე ოდნავ განსხვავებულად ხედავს. პირველ რიგში, მას საერთოდ არ გაეგება საჯარო მსახურობა. მას ამისთვის დრო არ აქვს, რადგან იგი ძალიან დაკავებულია საკუთარი თავის განებივრებით. ტრამპი ასუსტებს ჩვენს ეკონომიკას და ის დასცინის ჩვენს კანონებს. ის თესავს ქაოსსა და განხეთქილებას“,- განაცხადა უოლცმა.

უოლცი მომხრეა, რომ ქალებს ჰქონდეთ აბორტის უფლება.

„ალბათ, ზოგიერთ ჩვენგანს ახსოვს, როდესაც რესპუბლიკელები ლაპარაკობდნენ თავისუფლებაზე. ახლა კი ვიგებთ, რომ თავისუფლებაში სრულიად სხვა რამე იგულისხმებოდა. თურმე სახელმწიფოს თავისუფლად უნდა შეეძლოს თქვენი ექიმის კაბინეტში შემოჭრა. მინესოტაში ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მეზობლებსა და მათ პირად არჩევანს. მაშინაც კი, თუ ჩვენ არ ვეთანხმებით მას. ამ საკითხში არსებობს ოქროს წესი – საკუთარ თავს მიხედე“, – განაცხადა უოლცმა.

ტიმ უოლცის კანდიდატურას არაერთი რეაქცია მოჰყვა, მათ შორის, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსისგანაც, რომელმაც განაცხადა, რომ უოლცი არის რადიკალი მემარცხენე, რომელსაც მიგრანტები უფრო აინტერესებს, ვიდრე ამერიკის მოქალაქეები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend