მთავარისაქართველოაშშ-ის საელჩო: „გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა"

აშშ-ის საელჩო: „გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა”

7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან. პარტნიორი ქვეყნები ომიდან 16 წლისთავზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი გმობს რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივ დარღვევას, რაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უშლის ხელს. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში კიდევ ერთხელაა ხაზგასმული, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა.

ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს.

რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს.

შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend