ევროპული სპორტისთვის ოლიმპიურ თამაშებზე ევროკავშირის გუნდის გამოყვანა ახალი იდეა სულაც არ არის.
მიზანი ყოველთვის ის იყო, რომ „ევროპის გუნდს“ მედლების მოპოვებით გადაესწრო შეერთებული შტატებისა და ჩინეთისთვის, მეორე მხრივ კი, ხელი შეეწყო, ევროპული იდეოლოგია გაძლიერებულიყო წევრ სახელმწიფოებსა და მათ მოქალაქეებში.
თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ვარიანტი წარმოუდგენელია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) წესებით. ორგანო, რომელიც მართავს თამაშებს, უარს ამბობს, ღონისძიების დროს, ეროვნული და ოლიმპიური კომიტეტების გარდა, სხვა დროშები იყოს წარმოდგენილი.
ლოზანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული კაროლ გომესი ამბობს, რომ 2021 წელს ტოკიოში სლოვენიის წარმომადგენელმა თავისივე ქვეყნის დელეგაციას სთხოვა, ევროპული დროშით ეასპარეზათ, რადგან იმ დროს სლოვენია ევროკავშირის თავმჯდომარე იყო. მაგრამ ოლიმპიური თამაშების კომიტეტმა უარი განაცხადა.
თუმცა სპორტსმენებს გამოუფენიათ ლურჯი დროშა თორმეტი ვარსკვლავით. იტალიელმა მოფარიკავემ ელისა დი ფრანცისკამ ევროპის დროშა ააფრიალა, როდესაც 2016 წელს რიოში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
"Les Jeux de Paris seront les plus européens 🇪🇺 de l'histoire"
Le Vice-président @MargSchinas inaugurait hier le compteur de médailles européennes #ÉquipeEurope, aux côtés de @AOC1978 & de notre représentante @DrezetValerie 🏅
Bonne chance à tous les athlètes de l'UE ! 💪 pic.twitter.com/0z86mqUPyp
— Commission européenne 🇪🇺 (@UEFrance) July 26, 2024
მოფარიკავეს ეს ქმედება მოუწონეს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა.
ჯერ კიდევ 2004 წელს ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ დადებითად შეაფასა წევრი ქვეყნების სპორტსმენებს ევროკავშირის დროშის აფრიალება, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.
სპორტს აქვს მნიშვნელოვანი როლი ეროვნული იდენტობის განვითარებაში, რადგან იქ წარმოდგენილია ესა თუ ის სახელმწიფო, დროშა, ჰიმნი და, რაც მთავარია, ენთუზიაზმით ავსებს ხალხს.
ევროკავშირი დაახლოებით ათი წელია ავითარებს სპორტულ დიპლომატიას. იგი ხშირად უწევს ორგანიზებას სხვადასხვა სპორტსმენს შორის შეჯიბრებებს და ხელს უწყობს სპორტის განვითარებას Erasmus +-ის ფარგლებში.
ამ ინიციატივის მიღმა კაროლ გომესი მიიჩნევს, რომ ერთობლივი გუნდის შექმნა არ შედის 27 წევრი სახელმწიფოს ინტერესებში.
“ევროპული გუნდის შექმნა ნიშნავს, რომ საუკეთესო ევროპელ სპორტსმენებს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი. მაგალითად, პოდიუმზე ბერძენი, ესპანელი და სლოვენიელი სპორტსმენები კი არ იქნებიან, ევროკავშირს რეალურად ეყოლება მხოლოდ ერთი წარმომადგენელი“, – განმარტავს რომანო პროდი.
მას ურჩევნია, ევროკავშირის მიერ მოპოვებული მედლების საერთო რაოდენობა გამოთვალოს და საერთო ევროპული იდენტობა გამოკვეთოს.
ემანუელ მაკრონმა კომიტეტს სთხოვა, „პარიზის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფარგლებში, ევროპის დროშის გვერდით გამოფენილიყო საფრანგეთის დროშაც, რადგან ის მასპინძელი ქვეყანაა“, – განმარტავს კაროლ გომესი.
ეს მოთხოვნა ოლიმპიური თამაშების კომიტეტმა დააკმაყოფილა. მათ დაუშვეს ოლიმპიურ სოფელში ან შეჯიბრების ადგილებზე ორი დროშა გამოფენილიყო.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში ივლისში გაიხსნა და 11 აგვისტომდე გაგრძელდება.