მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტმა 22 მსჯავრდადებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 22 მსჯავრდადებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 მსჯავრდადებული შეიწყალა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

22-დან 14 სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, მათ შორის ერთი ქალია.

7 მსჯავრდადებულს კი, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალების აქტი ასევე შეეხო ერთ მსჯავრდადებულს, რომელიც პირობითი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend