მთავარიმსოფლიოუკრაინამ მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავები, F-16-ები პირველად მიიღო

უკრაინამ მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავები, F-16-ები პირველად მიიღო

Associated Press აშშ-ის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავები, F-16-ები მიიღო.

უკრაინა თვეების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა მოკავშირეებთან F-16-ების შესაძენად, რამდენადაც გამანადგურებლებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის.

F-16  სპეციალიზებულია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩასახშობად. როგორც ცნობილია, მანამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინელი მფრინავები გადიოდნენ სწავლებას გამანადგურებლების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენი თვითმფრინავი მიიღო უკრაინამ პირველ ეტაპზე. ქვეყნის მთავრობას ჯერ არ დაუდასტურებია მათი მიღება.

„F-16-ის ტიპის თვითმფრინავების შეძენის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ, გადავჭრათ მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ამჟამად აწუხებს უკრაინას. ეს პრობლემები საქმეს ურთულებს როგორც სამხედროებს, ასევე სამოქალაქო პირებს, რადგან რუსეთი იყენებს ტერორიზმის მეთოდოლოგიას და ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტური იარაღის გამოყენებაა საჭირო. ჩემი აზრით, F-16-ი მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინას გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას”, – აცხადებს ავიაციის ექსპერტი უკრაინაში, ანატოლი ხრაპჩინსკი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend