76 წლის ასაკში ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. ის საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი იყო.
თენგიზ ცერცვაძე იყო ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიისა და ასევე ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, იყო ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.
მას 2020 წლის ოქტომბერში, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა Covid -19 ის პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ რვა ექიმთან ერთად.