მთავარისაქართველოდღეიდან ძალაშია კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"

დღეიდან ძალაშია კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”

2024 წლის 1-ელი აგვისტოდან ძალაშია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომლებიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციას ავალდებულებს.

რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.

კანონის თანახმად, რეგისტრაციის დროს აუცილებელია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების, სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ ინფორმაციის ასახვა.

ასევე განაცხადის ავტორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.

ეს კანონი საქართველოს ხელისუფლებამ მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის  ფონზე მიიღო.

ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ კანონი საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს, თუმცა  ხელისუფლებამ ის მაინც მიიღო. კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის დაფინანსების ნაწილი გაიყინა, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ კვლავ ისაუბრა კანონზე და თქვა, რომ ის მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება.

კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებიდან დღემდე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები რისკებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ კანონის მთავარი მიზანი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების განადგურებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend