მთავარისაქართველო2024 წლის სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება

2024 წლის სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება

„დემოკრატიული კვლევის ცენტრის” ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ახალგორში წლევანდელი დამამთავრებელი კლასი იყო უკანასკნელი, რომელიც განათლებას ქართულ ენაზე იღებდა.

„2008 წლის ომის შემდგომ ახალგორი მოსახლეობის 90%-მა დატოვა. ის, რომ ახალგორი მოსახლეობისგან ფაქტობრივად დაიცალა, არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობასა და განათლების ხარისხში ჩანს. თუ ახალგორის სკოლებში სწავლა 2017 წლამდე ქართულ ენაზე ქართული სასწავლო პროგრამით მიმდინარეობდა, 2017 წლის სექტემბრიდან სწავლება რუსულით ჩანაცვლდა. ახალგორში წლევანდელი დამამთავრებელი კლასი უკანასკნელი იყო, რომელიც განათლებას ქართულ ენაზე იღებდა. სწავლების რუსულ ენაზე გადასვლამ ახალგორში განათლების ხარისხი სერიოზულად გააუარესა. მოსწავლეებს რუსულ ენაზე სწავლა, ხოლო მასწავლებლებს საგნების ამ ენაზე სწავლება ძალიან უჭირთ”, – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend