მთავარისპორტიპარალიმპელებმა ფიცი დადეს

პარალიმპელებმა ფიცი დადეს

პარიზი ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ იქნება პარალიმპიური თამაშების მასპინძელიც, რომელიც 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ხუთშაბათს, 31 ივლისს, ქართველი პარალიმპელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

„ჩემთვის ძალიან ემოციური და საპასუხისმგებლო იყო ფიცის დადება. რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოა ყველა შეჯიბრი, ყველა ღონისძიება, მაგრამ პარალიმპიადა არის თავი და თავი 4-წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის. ვთვლი, რომ ფიცი მნიშვნელოვანია, რადგან შინაგანად კიდევ უფრო ამამაღლა და უფრო პატრიოტული განწყობით მივდივართ საფრანგეთში”, – ამბობს ირმა ხეცურიანი, პარამოფარიკავე.

„ეს ჩემი მესამე ოლიმპიადაა. რაც მთავარია, მზად ვართ, ტრავმები არ გვაწუხებს და მაქსიმალურად შევეცდებით შედეგის დადებას და პარიზიდან ოქროს სინჯის მედლის წამოღებას”, – ამბობს აკაკი ჯინჭარაძე, პარაწოლჭიმის წარმომადგენელი.

საქართველოს ამ პარალიმპიურ თამაშებზე რეკორდული რაოდენობის, 14 სპორტსმენი ეყოლება, სპორტის 6 სახეობაში.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend