მთავარიმსოფლიოირანში ,,ჰამასის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს

ირანში ,,ჰამასის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს

ირანში „ჰამასის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. „ჰამასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი ლიდერი საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა თეირანში საკუთარ რეზიდენციაში, მას მერე, რაც მან ირანის ახალი პრეზიდენტის მასულ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ისრაელმა ჰანიესა და „ჰამასის” სხვა ლიდერების ლიკვიდაცია მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ჰამასმა” 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთზე იერიში მიიტანა.

ისმაილ ჰანიემ 2019 წელს დატოვა ღაზის სექტორი და ემიგრაციაში წავიდა. ირანში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ჯერჯერობით ისრაელის მხარეს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend