მთავარისაქართველოაშშ საქართველოს მთავრობას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს

აშშ საქართველოს მთავრობას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარება, რომელიც პარტნიორი ქვეყნისგან საქართველოს უნდა მიეღო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, განცხადების თანახმად, „საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების სურვილთან.

სანამ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ პროგრამებსა და აქტივობებში დახმარებას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს სარგებელს მოუტანს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით”.

სახელმწფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წელზე მეტის განმავლობაში შეერთებული შტატების მოქალაქეები 6 მილიარდ დოლარზე მეტით დაეხმარნენ საქართველოს, რამაც წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში.

„ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სანაპირო დაცვას აღჭურვასა და მომზადებაში დაეხმარა. აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, გადამზადდნენ მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულნი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend