ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა კი საპროტესტო აქცია გამართეს. ვენესუელას ათასობით მოქალაქემ არჩევნების შედეგები ქუჩაში გააპროტესტა, მოგვიანებით გაბრაზებული მომიტინგეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიციის თქმით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ არჩევნებში გამარჯვება ედმუნდო გონსალესს ეკუთვნოდა.
პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა და ოპოზიციის ლიდერმა მარია მაჩადომ თავიანთ ამომრჩევლებს განუცხადეს, რომ მათ 70 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა აქვთ და ამას აუცილებლად დაამტკიცებენ.
Tenemos en nuestras manos las actas que demuestran nuestro triunfo histórico, categórico y matemáticamente irreversible.
Agradezco profundamente a la comunidad internacional por su solidaridad y apoyo en estos momentos cruciales.
Venezuela desea paz y el reconocimiento a la… pic.twitter.com/ULwGceHZ1T
— Edmundo González (@EdmundoGU) July 30, 2024
,,ეს არის სასწაული. მინდა ვუთხრა ვენესუელის ყველა მოქალაქესა და მსოფლიოში ყველა დემოკრატს, ჩვენ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რაც მოხდა გუშინ ვენესუელაში. ჩვენ ეს შევძელით. სიამოვნებით გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს 73,20% მხარდაჭერა და ამ შედეგით ჩვენი არჩეული პრეზიდენტია ედმუნდო გონსალესი“, – განაცხადა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა – მარია კორინა მაჩადომ.
სადავო არჩევნების გამო, სხვა ქვეყნების მთავრობების კრიტიკის საპასუხოდ, მადუროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გაიწვევს თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ამერიკის შვიდი ქვეყნიდან, მათ შორის პანამიდან, არგენტინიდან და ჩილედან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან გილმა ამ ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, მსგავსი ნაბიჯი გადაედგათ ვენესუელაში მყოფ პერსონალთან დაკავშირებით.
28 ივლისს ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ნიკოლას მადუროს ხმების 51% ერგო, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ ედმუნდო გონსალესს კი – 44%.