მთავარისაქართველოსტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

ტრადიციულად 30 ივლისს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად ინგოროყვას ქუჩაზე, ე.წ. ჩეკას სახლთან, შეიკრიბნენ. ეს სახლი საბჭოთა ტერორის ერთ-ერთი ბოლო მოწმეა. სწორედ აქ გაიხსენეს ტერორის მსხვერპლი ადამიანები და მათი სახელები საჯაროდ წაიკითხეს.

გამოფენილი იყო 1924 წლის დახვრეტისა და რეპრესიების ტალღის მსხვერპლთა ფოტოებიც.

სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება 30 ივლისს, რადგან 1937 წელს, სწორედ ამ დღეს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა გამოსცა ბრძანება, რომელმაც სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ ტალღას დაუდო სათავე.

საქართველოს ამ დრომდე არ აქვს რუსული ოკუპაციისა და კომუნისტური ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა მოხსენიების ნაციონალური დღე. 2019 წლიდან „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” გამოდის ინიციატივით, ამ დღედ 30 ივლისი გამოცხადდეს – დღე, როდესაც საბჭოთა ტერორის ყველაზე მასობრივი და სისხლიანი ოპერაცია დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend