მთავარისპორტი„მომავლის გუნდი” - საქართველოში ხელბურთის ესპანელი მწვრთნელები იმყოფებიან

„მომავლის გუნდი” – საქართველოში ხელბურთის ესპანელი მწვრთნელები იმყოფებიან

თბილისში ხელბურთის ესპანელი მწვრთნელები იმყოფებიან. „მომავლის გუნდი” – ასე ეწოდება პროგრამას, რომლის ფარგლებში ახალგაზრდა ქართველ ხელბურთელებს 4 წლის განმავლობაში ესპანელი მწვრთნელები ავარჯიშებენ.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელბურთის ფედერაციასთან და მათ ვეხმარებით, რათა გავაუმჯობესოთ ამ მოთამაშეების ტექნიკური, ფიზიკური და ტაქტიკური მხარეები. პროგრამა დაყოფილია სამ 2-2 თვიან ნაწილად, რომელიც განვითარების სხვადასხვა ეტაპს მოიცავს. მთლიანი პროგრამა გაწერილია 4 წელზე. ვცდილობთ, ქართულ ხელბურთში დავნერგოთ ესპანური სტილი და ვიმედოვნებთ, რომ ეს ბავშვები წლიდან წლამდე უფრო და უფრო განვითარდებიან. ქართველი ხელბურთელები თავიანთ ასაკთან შედარებით კარგი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ მათი ეს მონაცემები სათანადოდ გამოვიყენოთ. გვინდა, ასევე შიდა თამაშების ხარისხი ავწიოთ და ქართველი ხელბურთელები საზღვარგარეთაც გავიყვანოთ”, – ამბობს კატალონიის ახალგაზრდა ხელბურთელთა ნაკრების მწვრთნელი პაუ კამპოსი.

ესპანელი მწვრთნელები ქართველ კოლეგებს სემინარებსაც ჩაუტარებენ და შეადგენენ პროგრამას, რომლის მიხედვითაც მომავალში წვრთნის პროცესი წარიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend